შეხვდი სანტას
ახალ წლამდე დარჩა
დღე
საათი
წუთი
წამი
სანტა კლაუსი

ყველა ერთხმად ვთანხმდებით რომ სანტა კლაუსი დედემიწის საპატიო მოქალაქე, კეთილი ნების ელჩი და მთელ პლანეტაზე ყველაზე პოპულარული ადამიანია. მაგრამ ბევრმა არ იცის რომ სანტა ყოველთვის მოხუცი, ფუმფულა, თეთრ წვერიანი ბაბუ არ ყოფილა, ის შორეულ ლაპლანდიაში ჩრდილოეთის ციალის ნათებისას ზუსტად იმდენი წლის წინ დაიბადა, რამდენი, ზამთარიც ყოფილა და მას შემდეგ მუდამ მზად არის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა პატარას სურვილი აასრულოს!

სანტას სოფელი ლაპლანდიაში

რადგანაც სანტას და ელფების ზუსტი ადგილსამყოფელი საიდუმლოა და მხოლოდ მისმა ირმებმა იციან, 1958 წელს სანტამ გადაწყვიტა მისი მთავარი ოფისი როვანიემში, ლაპლანდიის დედაქალაქში დაეარსებინა, სადაც ბავშვები წერილების გაგზანას შეძლებდნენ, სანტა კი მათთვის საჩუქრებს მოამზადებდა და ახლი წლის პერიოდში მათთან შეხვედრასაც კი შეძლებდა! ამ დროიდან როვანიემს ოფიციალურად „სანტას სოფლის“ სტატუსი მიენიჭა! გინდა შენც მოხვდე სანტას სოფელში?

შეხვდი ნამდვილ სანტას ლაპლანდიაში! როგორ?
11 დეკემბრიდან - 31 დეკემბრამდე შეიძინეთ საახალწო საჩუქრები ისთ ფოინთში, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების მაღაზიებში
გადაცვალეთ ქვითარი გათამაშების ბილეთში - ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში
აუცილებელია ქვითარი გადაიცვალოს ბილეთში იმავე დღეს
შეავსეთ ბილეთი პირადი მონაცემებით, რომელთა გაცემაზე პრეტენზია არ გაქვთ და აძლევთ ისთ ფოინთს მათი გამოყენების უფლებას
მოათავსეთ ერთი ნაწილი დოლურაში, მეორე კი - შეინახეთ
ყოველ 50 ლარიან ქვითარზე მიიღეთ გათამაშების 1 ბილეთი
დაელოდეთ 31 დეკემბერს, 14:00 საათიდან გათამაშების Live -ჩვენებას ისთ ფოინთის Facebook გვერდზე.
გათამაშებისას უპასუხეთ ვიქტორინის შეკითხვას და მოიგეთ მთავარი პრიზი „საოჯახო საგზური ლაპლანდიაში“
31 დეკემბერს შენს ოჯახთან ერთად, შოპინგის გართობის და დასვენების ქალაქიდან პირდაპირ ლაპლანდიაში აღმოჩნდები!
დამატებითი ინფორმაცია გათამაშებაზე:
ისთ ფოინთში მდებარე ობიექტის არცერთ თანამშრომელს არ აქვს გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება
ერთ ადამიანზე ბილეთების რაოდენობა შეუზღუდავია
ბილეთის დაკარგვის ან არ წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებული პრიზს ვერ მიიღებს
ქვითრით შესაძლებელია პროდუქციის გადაცვლა, დაბრუნება - შეუძლებელია
დამატებითი ინფორმაცია საგზურზე:
ლაპლანდიის საგზური არის მთელი ოჯახისთვის, 4 კაციანი (2 დიდი 2 პატარა), რომელშიც შედის ავია ბილეთი, სასტუმრო, ტრანსფერი, დაზღვევა
გამარჯვებულები მიემგზავრებიან ლაპლანდიაში (ფინეთი), სასტუმროში: "Santa Holiday Village"
ტური არის 2018 წლის იანვრის თვეში